რეზონანსი
28.06.2023

ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სოიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოსალივანის, ჯეიმს ობრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მათ საკუთარი ქვეყნისთვის ისეთი საკითხების დაბრალება პრობლემას არ უქმნის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა ჯერ შეხვედრებიც არ იყო გამართული, თუ რა იქნებოდა ნათქვამი ამ შეხვედრებზე. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. სინამდვილეში, ეს იყო საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა და ევროკავშირი ამას პარტნიორებთან განიხილავს. ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×