რეზონანსი
28.06.2023

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ზიზღის ენას, ძალადობას, საინფორმაციო ცილისწამების, თავდასხმების კამპანიას აწარმოებს და ძალიან ცუდი გავლენა აქვს როგორც პოლიტიკაზე, ასევე საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

"ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, არასწორი, სწორედ ამიტომ ვამბობდით და მინდა გავიმეორო დღესაც, პოლიტიკაში ზიზღის ენა, ცილისწამება, დეზინფორმაცია, თავდასხმები, რომელსაც ყოველდღიურად მიმართავს რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, არის მიუღებელი. ხელისუფლება სწორედ ამიტომ ამბობს, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია და ეს უნდა იყოს ორმხრივი. ზიზღის ენას, ძალადობას, საინფორმაციო ცილისწამების, თავდასხმების კამპანიას, რასაც ოპოზიცია ახორციელებს, ძალიან ცუდი გავლენა აქვს პოლიტიკაზეც და ურთიერთობებზეც, რაც საზოგადოებაში არსებობს. ძალადობა და ძალადობით რაიმე ურთიერთობის გარკვევა, პოლიტიკაში მიუღებელია და ჩვენ რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება იქნება.

თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია მუდმივად იმეორებს სიტყვებს "რუსული ოცნება". რეალურად "რუსული ოცნება" არ არსებობს, არსებობს რუსული გეგმა და ამ რუსული გეგმის ნაწილია რადიკალური ოპოზიცია დღეს, როცა ოპოზიციაშია და რუსული გეგმის ნაწილი იყო, როცა იყვნენ ხელისუფლებაში. ისინი ძირს უთხრიდნენ და მათ დაასამარეს საქართველოს ევროპული მომავალი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ეს არის რუსული გეგმა, ამიტომ არავითარი გაღიზიანება ამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს," - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×