
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში ყოლისთვის ჯარიმები იზრდება, - შესაბამისი ცვლილებები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, ღია სივრცეში, მათ შრის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ძაღლის ალიკაპის ან საბელის გარეშე ყოლისთვის ჯარიმა 20 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა.
ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.
"პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე, მკაცრდება სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის გარეშე იმყოფება", - ვკითხულობთ პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.