რეზონანსი
28.06.2023

რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები" ეძებონ და სანქციებისთვის თავის არიდება აღმოაჩინონ, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არანაირი სანქციებისთვის თავის არიდება არ ხდება.

„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისა და საქართველოს მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან მათი ამოცანაა, ქვეყანაში „შავი ხვრელები" ეძებონ და სანქციებისთვის თავის არიდება აღმოაჩინონ. საქართველოს მიზანია, მშვიდობა იყოს. საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში არანაირი სანქციებისთვის თავის არიდებას არ აქვს ადგილი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×