რეზონანსი
28.06.2023

ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე ცდილობენ სპეკულირებას - სინამდვილეში, ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა და ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ოსალივანის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა.

„თუმცა ყველა ეტაპზე საჭიროა კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ზუსტად ამ კოორდინაციის გაძლიერებას ის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას სპეკულირებისთვის გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა სინამდვილეში სასპეკულაციო აქ არაფერი არ არის. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ არავის ვაძლევთ ამ ქვეყბის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას სანქციების გვერდით ავლისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×