რეზონანსი
28.06.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

მისი თქმით, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.

,,ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს!

ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს ძალიან დიდი ისტორია აქვს და მისი, როგორც ჰუმანიზმის იდეა, საუკუნეების მანძილზე სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა.

მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ. სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე თითოეული თქვენგანისათვის", - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×