რეზონანსი
28.06.2023

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს სასამართლომ 7-8 მარტის აქციების საქმეზე 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

პარტიის წევრებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. პროცესებზე ადვოკატები ამბობდნენ, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

შეგახსენებთ, დაცვის მხარის ცნობით, დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა ჯაფარიძე და მოსიაშვილი სცემეს, რის შედეგადაც მოსიაშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, ხოლო ჯაფარიძეს თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×