რეზონანსი
28.06.2023

თურქეთში, ქალაქ ერზრუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ქართველ ქალს ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თუმცა საქმეს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს, მოკლულის ბიძა.

ერზრუმის სასამართლოში დაკავებულების გამოჩენას მოკლული კაცის ახლობლების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ქალი ქმრის მკვლელობას არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. მასთან ერთად დაკავებულმა მამაკაცმა კი სასამართლოს აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მკვლელობის მოტივიც დაასახელა:

"ის ცოლზე ძალადობდა, ვცადე შემეჩერებინა, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა. მეუბნებოდა, ეს ჩემი ცოლია და რატომ ერევი ჩვენს საქმეშიო. ეს ჩხუბი გახდა მიზეზი, რის გამოც მოხდა ყველაფერი," - ამბობს მოკლულის ბიძა.

ქალის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ახლობლებიც, რომლებიც "კურიერმა" თბილისში მოძებნა. სატელეფონო საუბარში ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი თურქეთში იმყოფება, ძმა კი დის უდანაშაულობას ამტკიცებს და ამბობს, რომ მამაკაცი საკუთარმა ბიძამ მოკლა, ქალი კი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ შემთხვევის დროს იქვე იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×