
31 წლის ბიზნესმენის, ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა, ზურაბ კახიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორს, ორ-წლიანი დუმილის შემდეგ, სიტყვა შეაწყვეტინა და მის ნათქვამს ტყუილი უწოდა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
გარდა ამისა, როგორც კახიშვილის ადვოკატი ამბობს მიკრონაწილების ექსპერტიზით არანაირი თანამონაწილეობა გარდაცვლილსა და კახიშვილს შორის არ არსებობს.
"არანაირი შეხება ზურაბ კახიშვილს ამ მკვლელობასთან არ აქვს. ნიადაგის კვალიც კი არ არის აღმოჩენილი მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, სადაც მკვლელობა მოხდა. მიკრონაწილების ექსპერტიზით არანაირი თანამონაწილეობა გარდაცვლილსა და კახიშვილს შორის არ არსებობს. არანაირი სათვალთვალო კამერები არსებობს, როგორ გადაადგილდა ღამე, კახიშვილი რასაც ქეთევან ჩხაიძე ამტკიცებს, თუმცა ის კამერები, რომელსაც შეეძლო ეს დაეფიქსირებინა, პროკურატურამ არ ამოიღო", - ამბობს ზურაბ კახიშვილის ადვოკატი.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ივნისსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულს, მისივე მეუღლეს, ქეთევან ჩხაიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ კახიშვილს უვადო პატიმრობა.
მკვლელობა კასპში 2021 მარტში მოხდა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით, მოკლულის მეგობარი კახიშვილი, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კი მოკლულის ცოლი დააკავა.