რეზონანსი
27.06.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩრდილოეთ კავკასიის ერებისადმი მიმართვა შეაფასა.

„ეს ადამიანი ხან მოწამლულია, ხან კვდება, ხან ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, ხან პოლიტიკიდან მიდის, მერე ისევ პოლიტიკაში ბრუნდება. ახლა კავკასიის გაერთიანების იდეა ჩაესახა და ახალი შამილი უნდა იყოს. სოციალური ქსელები „გაექცა" ახლა და ძალიან იუმორისტულ, კარიკატურულ მდგომარეობაში არის", - ამბობს იონათამიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში. ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია მოიძებნოს კავკასიის გაერთიანების გზები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×