რეზონანსი
27.06.2023

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი გავიდა, - აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა გააგრძელოს.

„ცხრა წლის წინ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი", - წერს დარჩიაშვილი „ტვიტერის" პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×