რეზონანსი
27.06.2023

3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, ამ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ვგეგმავთ, დავაწესოთ სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსის მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის", კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან. მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსის მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან. მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსის მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „სამგორის" ზედა გასასვლელიდან. მინდა, წარმატებები ვუსურვო გამოცდებში მონაწილე ყველა პირს!", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×