რეზონანსი
27.06.2023

მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან მოწინავეა ასოცირებულ ტრიოში. ამ ტრიოში ორ წევრს აქვს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამიტომ ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი. ამას მე მგონი ყველა მივესალმებით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს უკრაინასთან ერთად გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები დათანხმდებიან პარალელურად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×