რეზონანსი
27.06.2023

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალ არეალებზე ისაუბრა.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ეტაპობრივად განისაზღვრება ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალები. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სისტემა წარმატებით უზრუნველყოფს დედაქალაქში ქაოსური პარკირების აღმოფხვრასა და მოწესრიგებას.

ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისათვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A" კატეგორიის ტაქსებისათვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 ლარს ერთი საათის განმავლობაში.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება:

•​ ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მათ მიმდებარედ.

•​ მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მათ მიმდებარედ;

• ​ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარედ.

ადგილობრივი მცხოვრებლები პირველი სექტემბრიდან საინფორმაციო ჯიხურებში შეძლებენ ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას", - განაცხადა მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×