რეზონანსი
26.06.2023

"არსებობდა მიმალვის საფრთხე, ან ახალი დანაშაულის ჩადენა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურება" - ამის შესახებ სერგო შუბითიძის საქმის პროკურორი მარი მეშველიანი საუბრობს და განმარტავს, რატომ დააკავეს ის.

"ბრალდებულს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა სამი საფრთხე - ეს არის მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენა და საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურება. მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით განიმარტა, რომ ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის მომავალშიც, შესაძლოა, მიემალოს გამოძიებას.ასევე, განხორციელებული დანაშაულის სპეციფიკისა და ხასიათიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, დღეს სერგო შუბითიძის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ყოფილი გამომძიებელი 25 ივნისს ცრუ ჩვენების გამო დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×