რეზონანსი
26.06.2023

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა აჯან­ყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა. მის და­ახ­ლო­ე­ბით 12 - წუ­თი­ან აუ­დიო კო­მენ­ტარს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

პრი­გო­ჟი­ნის თქმით, კამ­პა­ნი­ის მი­ზე­ზი „ვაგ­ნე­რის" დაშ­ლის გეგ­მე­ბი იყო.

"ინ­ტრი­გე­ბის, არას­წო­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ამ ერ­თე­ულს [ვაგ­ნერს] უნდა შე­ე­წყვი­ტა არ­სე­ბო­ბა 2023 წლის 1-ელ ივ­ლისს", - ნათ­ქვა­მია მის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

"ერთ დღე­ში გა­ვი­ა­რეთ 780 კი­ლო­მეტ­რი. დარ­ჩე­ნი­ლი იყო 200 კი­ლო­მეტრზე მეტი მოს­კო­ვამ­დე. ად­გილ­ზე არ­ცერ­თი ჯა­რის­კა­ცი არ და­ღუ­პუ­ლა. ვწუხ­ვართ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით დარ­ტყმა მიგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა სა­ჰა­ე­რო ობი­ექ­ტებ­ზე. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი იყო თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა "ვაგ­ნე­რის" გა­ნად­გუ­რე­ბა, ასე­ვე, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა იმ პი­რე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით და­უშ­ვეს უამ­რა­ვი შეც­დო­მა „სპე­ცო­პე­რა­ცი­ის" დროს. ამას ითხოვ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრი­გო­ჟინ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×