რეზონანსი
26.06.2023

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის განცხადებით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას და არსად მიმალვას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობენ.

"სად უნდა მივიმალო? სოფელში ვიყავი, სანამ დამაკავებდნენ, თვითონ ჩავბარდი. არსად მიმალვას არ ვაპირებ, სადაც დამიძახებენ, იქ მივალ", - განაცხადა სერგო შუბითიძემ პროცესზე.

დაცვის მხარე სერგო შუბითიძისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი მისთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას აყენებს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×