რეზონანსი
26.06.2023

სალომე ზურაბიშვილს ვინც მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო, მას სურს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრობს.

რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა, თავისთავად, ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×