რეზონანსი
26.06.2023

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილებაზე მოსკოვზე თავდასხმის შეწყვეტის შესახებ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კომპანიის ლიდერების ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორების მუქარა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია დიდი ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე ბრიტანეთის სპეცსამსახურების ცნობით, „ვაგნერის" დაქირავებულთა რაოდენობა 8 000 მებრძოლს შეადგენდა და არა ადრე გაცხადებული 25000.

ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით, რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობის დროს, ისინი დამარცხდებოდნენ.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ახლა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ჯარში „ვაგნერის" მებრძოლთა ასიმილირებაზე და მათი ლიდერების მოშორებაზე ზრუნავს.

მედიის ვარაუდით, ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, თუ რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება პრიგოჟინმა.

ასევე, უცნობია, რა ფორმალური გარიგება დაიდო „ვაგნერის" ლიდერთან, თუ ასეთი საერთოდ იყო დადებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×