რეზონანსი
26.06.2023

როგორც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკაში" განაცხადა, ერთადერთი, რისთვისაც მადლობელი ვარ ბატონი კობალაძის არის ის, რომ მან კიდევ ერთხელ დაანახა ქართულ საზოგადოებას, როგორ იბრენდება რუსულად პროგრესული კანონები

მისი თქმით, ამ ადამიანებმა ადმინისტრაციულ ხარჯზე გაწიეს 47%, მათ შორის აქედან ნახევარი ხელფასად ჩაიჯიბეს, როდესაც ავტორ-შემსრულებლებს 500 და 600 ლარს აყვედრიან მთელი წლის განმავლობაში.

„USAID-ის ამერიკის კომერციული დეპარტამენტის მიერ თავმოყრილი ექსპერტების ჩართულობით 2 წლის განმავლობაში მართლაც მუხლჩაუხრელი შრომით, ეს პროდუქტი, რომელიც წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე, ერთმა ადამიანმა, ეს ერთს ჰქონდა და შესაძლოა სულ იყვნენ თითზე ჩამოსათვლელი, ვისაც ჰქონდათ პირადი გამორჩენის საბაბი, გადაწყვიტა, რომ რუსულად დაებრენდა კანონი. იცით, რომ წინა შემთხვევებში, რუსულად კანონების დაბრენდვით ბევრი იყო დაინტერესებული, რადგან ბევრი ადამიანი შეიძლება გაშიფრულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაინც მადლობელი ვარ ამ ადამიანის, რადგან კიდევ ერთხელ დაანახა ძალიან ბევრს საქართველოში, რას ნიშნავს, როდესაც შენ ხარ დაინტერესებული, გაქვს მატერიალური ინტერესი. აუდიტის დასკვნამ წარმოადგინა, რომ ნაცვლად 20 %-სა, რომელიც გონივრული ხარჯია ყველანაირი ევროდირექტივით და გნებავთ ნებისმიერი კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციის პოლიტიკით, ადამიანებმა ადმინისტრაციულ ხარჯზე გაწიეს 47%, მათ შორის აქედან ნახევარი ხელფასად ჩაიჯიბეს, როდესაც ავტორ-შემსრულებლებს 500 და 600 ლარს აყვედრიან მთელი წლის განმავლობაში. ეს ცინიზმია", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×