რეზონანსი
26.06.2023

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ადამიანი, რომელიც სანქციების გვერდით ავლას დააბრალებს ჩვენს ქვეყანას, ვალდებულია ერთ მტკიცებულებაზე მაინც მიუთითოს. ასეთი მტკიცებულების შესახებ ჯერ ვერავინ ვერაფერი თქვა და ჩემი აზრით ვერც იტყვიან, რადგან ასეთი დაშვება ჩვენს სახელმწიფოს არ გაუკეთებია

„სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ომის დაწყების დღიდან ისმის ეს ბრალდება საქართველოს მისამართით. ამავე დღიდან მოყოლებული ჩვენ ვითხოვთ ერთ მტკიცებულებას მაინც, რომელიც ამას დაადასტურებდა, რომ საქართველო შესაძლებელია გამოყენებული იყოს თავის არიდების ადგილად. ასეთი მტკიცებულება ჯერ არ მიგვიღია. მხოლოდ და მხოლოდ არის მცდარი შეფასება და დღემდე ვერცერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა. საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან და შესაბამისად ესეც შეიძლება იყოს ამ ნარატივის ნაწილი. თითოეული ადამიანი, რომელიც ასეთ რაღაცას დააბრალებს ჩვენს ქვეყანას ვალდებულია ერთ მტკიცებულებაზე მაინც მიუთითოს. ასეთი მტკიცებულების შესახებ ჯერ ვერავინ ვერაფერი თქვა და ჩემი აზრით, ვერც იტყვიან, რადგან ასეთი დაშვება ჩვენს სახელმწიფოს არ გაუკეთებია", - აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×