
როგორც „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში
ოდიშარიას თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს. შესაბამისად, მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ბრალდებების ავტორები პასუხს მიიღებენ.
„ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს. არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას [წარმოვადგენ] და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ცოტა ენას კბილი დააჭირეთ, კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.