რეზონანსი
25.06.2023

საქართველოში ლგბტ პროპაგანდას არ აქვს მომავალი, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირასთან" საუბრისას განაცხადა. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამ პროპაგანდის მეთოდებზე აკეთებს აქცენტს.

„აქ საუბარია იმაზე, რომ ლგბტ პროპაგანდა ისე განხორციელდეს, რომ საამაყო იყოს. კვლევებშიც ხომ კარგად ჩანს ეს. საფრანგეთში, თუ არ ვცდები, 22%-ზე ავიდა უკვე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თავს მიიჩნევს ლგბტ თემის წარმომადგენლად. შეიძლება ადამიანი არც არის ლგბტ პიროვნება, მაგრამ ის წარმოადგენს ამ სამყაროს, ასე ამბობენ უკვე. აი ეს არის ზუსტად ის ფსიქოლოგიური წნეხი, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ მიუღებელია საქართველოსთვის", - ამბობს მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×