
ბელორუსის პრეზიდენტისა და "ვაგნერის" ხელმძღვანელს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, როსტოვში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ქუჩები ჯერჯერობით ბლოკირებულია, მაგრამ "ვაგნერის" მებრძოლებმა უკვე დაიწყეს შეიარაღების შეგროვება და ქალაქის დატოვებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას "ტელეგრამ არხის" მეშვეობით ცნობილი სამხედრო მიმხილველები ავრცელებენ.
ცოტა ხნის წინ ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, უკან ბრუნდებიან.
„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გაუქმება უნდოდათ. 23 ივნისს ჩვენ გამოვედით სამართლიანობის მარშზე. დღე-ღამეში ჩვენ მოსკოვამდე 200 კილომეტრი გვაშორებდა. ამ პერიოდში ჩვენ არ დაგვიღვრია ჩვენი მებრძოლების არც ერთი წვეთი სისხლი. ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება, დაიღვაროს სისხლი. ვინაიდან, გვესმის მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ იქნება დაღვრილი რუსული სისხლი რომელიმე მხრიდან, ჩვენ უკან ვატრიალებთ ჩვენს კოლონებს და მივდივართ საველე ბანაკებში გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა.