რეზონანსი
24.06.2023

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დალაგებას ხელი შეუწყოს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფისი წერს, ერდოღანი პრობლემის "საღი აზროვნების" გზით გადაჭრას ემხრობა. მისივე თქმით, "არავინ არ უნდა ისარგებლოს რუსეთში არსებული სიტუაციით".

შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×