
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ლუკაშენკომ, პუტინის თანხმობით, "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც პრესსამსახური წერს, პრიგოჟინი დათანხმდა ლუკაშენკოს შეთავაზებას დაიწყოს მოლაპარაკებები და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩეროს.
პრესსამსახურის განცხადებით, პრიგოჟინი ასევე მზად არის გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისკენ.
მათივე ცნობით, დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში, რომელიც ლუკაშენკომ წარადგინა, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლებისთვისაც.
“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” - განაცხადა პრიგოჟინმა.
ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.