რეზონანსი
24.06.2023

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Telegram-ზე წერს, რომ მოსკოვში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოცხადდა და "რისკების შესამცირებლად ორშაბათი არასამუშაო დღე" იქნება.

"ძვირფასო მოქალაქენო, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. მდგომარეობა რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით, მე, ოპერატიული შტაბის ფარგლებში, გადავწყვიტე ორშაბათი გამოვაცხადო არასამუშაო დღედ - გარდა ხელისუფლებისა და უწყვეტი ციკლის საწარმოებისა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ქალაქის სამსახურებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის მერი მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდებს. მისი თქმით, გარკვეულ გზებზე შესაძლებელია მოძრაობა გადაიკეტოს.

"დროულად აცნობეთ 112-ს საგანგებო სიტუაციებისა და ინციდენტების შესახებ. ქალაქის სამსახურები მზადყოფნაში არიან," - აცხადებს სობიანიანი.

ბოლო ცნობებით, ვაგნერის დაჯგუფების კოლონები უკვე მოსკოვის ოლქში არიან და დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×