
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი „ვაგნერის" რიგებში მყოფ თანამემამულეებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელის, „უკანონო ქმედებებს".
„მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსადლის ქმედებებს, ჩაახშოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შეიარაღებული ამბოხება", - ნათქვამია ალან გაგლოევის განცხადებაში.
გაგლოევი აღნიშნავს, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ დროს ყველა ერთიანი უნდა იყოს და იმოქმედოს მომავლისთვის.
„მოვუწოდებ „ვაგნერის" რიგებში მყოფ ჩემს თანამემამულეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მხარი არ დაუჭირონ ხელმძღვანელის უკანონო ქმედებებს", - ნათქვამმია განცხადებაში.