რეზონანსი
24.06.2023

„ვაგ­ნე­რის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნა მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ისი­ნი M4 მა­გის­ტრალ­ზე და­ა­ფიქ­სი­რა, რო­მე­ლიც ვო­რო­ნეჟ­სა და მოს­კოვს ლი­პეც­კის რე­გი­ო­ნის გავ­ლით აკავ­ში­რებს.

ლი­პეც­კის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მგზავ­რო­ბის­გან და გა­რეთ გას­ვლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ლი­პეც­კის რე­გი­ო­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ რე­გი­ონ­ში ავ­ტო­ბუ­სის ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია.

ცნო­ბი­ლია, რომ მოს­კო­ვის მი­სას­ვლე­ლებ­თან ბლოკპოს­ტე­ბის და თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის აგე­ბა და­ი­წყეს. სიმ­ფე­რო­პო­ლის გზატ­კე­ცილ­ზე (М2 „ყი­რი­მი") ქა­ლაქ სერ­პუ­ხო­ვის რა­ი­ონ­ში გა­და­კე­ტი­ლია ხიდი. ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლია მოძ­რა­ო­ბა პა­რა­ლე­ლურ ტრა­სა­ზე М4 "დონი", რო­მელ­ზეც ვაგ­ნე­რის კო­ლო­ნა გა­და­ად­გილ­დე­ბა.

ვრცელ­დე­ბა ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან „ვაგ­ნე­რის და­სახ­ვედ­რად რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×