რეზონანსი
24.06.2023

მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის" მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ „გარდიანი" გერმანულ გამოცემა „შპიგელზე" დაყრდნობით იუწყება.

„შპიგელის" ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის.

ამას გარდა, როგორც „გარდიანი" წერს, „Google Maps"-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ „ბიბისის" ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე „ვაგნერის" კოლონა გამოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×