გამთენიისას პრიგოჟინის ბრძანებით „ვაგნერის“ შენაერთები დონის როსტოვში შევიდნენ. მათ წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ქალაქის ცენტრი და ალყა შემოარტყეს თავდაცვის სამინისტროს სამხრეთი ოლქის დაჯგუფების შტაბს.
ტანკებით სავსე ქალაქის ცენტში ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა, აჯანყებული „ვაგნერის“ მებრძოლებს შტაბის შენობა მიზანში აქვთ აღებული, როსტოველები კი გაოცებულნი დასეირნობენ მათ შორის და სმარტფონებზე სახალისო ვიდეოებს იღებენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევკუროვთან შეხვედრისას, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ისინი გენერალური შტაბის უფროსის გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრის შოიგუს „თავებს“ ითხოვენ.
ჩვენ მათ აქ ველოდებით, სანამ არ ჩამოვლენ აქ ვიქნებით, მოვახდენთ როსტოვის ბლოკირებას და მოსკოვისკენ დავიძრებით. ჩვენ ხელს არ გიშლის (შტაბიდან) ჯარების მართვაში“, - განაცხადა მოლაპარაკებებზე პეიგოჯინმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ ღამის განმავლობაში „ვაგნერის“ მებრძოლებმა 3 ვერტმფრენი გაანადგურეს, რომლებიც მათ შენაერთებზე იერიშის მიტანას ცდილობდნენ.