რეზონანსი
24.06.2023

„ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ყველა პატრიოტი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და იარაღი ხელში აიღოს.

„რუსეთის ყველა პატრიოტი, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, რომლებმაც იციან ისტორია და არ არიან სუსტი მთავრობის გულშემატკივრები, რომელმაც უღალატა სახელმწიფოს ინტერესებს, გამოდით ქუჩებში, ჩვენ ვიპოვით იარაღს. 

ამ ღამით ჩვენ მოვაგვარებთ მოღალატეებისა და კრიმინალების საკითხს, რომლებმაც შეურაცხყვეს რუსეთი. მათი სახელებია შოიგუ და გერასიმოვი“, - აცხადებს პრიგოჟინი.

ცნობისთვის, „ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელებზე“ სარაკეტო იერიში მიტანაში დაადანაშაულა და სერგეი შოიგუს პასუხის გაცემას დაჰპირდა.

მან მოქალაქეებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, პრიგოჟინის მიერ შეიარაღებული აჯანყების წაქეზების ფაქტზე რუსეთში საქმე აღიძრა.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×