რეზონანსი
23.06.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ.

ნიკოლეიშვილის თქმით, როგორ და რატომ ხდება ასე - მიზეზი ის არის, რომ ეს კაცი მართალი გახლავთ.

„რა არ მოიფიქრეს, ვინ არ ჩაერია, რა შანტაჟი, რა პროვოკაციები, რა სახელმწიფოები, მაგრამ ამ კაცს ვერ ერევიან. ისევ გამართლდა ბიძინა ივანიშვილი, ისევ მის სასარგებლოდ გადაწყდა საქმე-ბერმუდის სასამართლომ თანხის გადახდა ისევ შვეიცარიის უკვე ძალიან სახელგატეხილ და შერცხვენილ ბანკს Credit Suisse-ს დააკისრა. როგორ და რატომ ხდება ასე? მიზეზი კი ის არის, რომ ეს კაცი მართალი გახლავთ, თან იმდენი სიკეთე და ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რომ როგორც ჩანს ღვთის წყალობა და მფარველობაც არ აკლია!"-წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×