რეზონანსი
23.06.2023

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.

ცნობილია, რომ შემთხვევს შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ოჯახის ერთ-ერთი წევრი კი შემთხვევის გამო შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×