რეზონანსი
23.06.2023

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას არ მაქვს ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი

როგორც მაკრონმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად დარეკავს, ის პუტინს უპასუხებს.

„მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მაკრონი რეგულარულად ახორციელებდა სატელეფონო საუბარს პუტინთან.

ხოლო თებერვალში კრემლში აცხადებდნენ, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, დიდი ხანია, აღარ უსაუბრიათ რუსეთის პრეზიდენტთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×