რეზონანსი
22.06.2023

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო , - ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ჯესიკა როსვალმა სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს გაეგზავნოს მკაფიო ერთიანი გზავნილი, რომ საჭიროა შემდგომი რეფორმები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიშის შინაარსს ყურადღებით შეისწავლიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და გამოიყენებენ მას, როგორც სახელმძღვანელოს შემდგომი რეფორმებისთვის შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის განხორციელებამდე", - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×