რეზონანსი
22.06.2023

მმართველ გუნდში ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა

„მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში შეფასება იქნება პოზიტიური. ვფიქრობ, პოლარიზაციასთან დაკავშირებით იქნება იგივე განცხადება, რომ პოლარიზაცია არ არის დაძლეული. ჩვენი პოზიცია ცნობილია - სწორედ კანდიდატის სტატუსის არმონიჭება გააღრმავა პოლარიზაცია.

რაც შეეხება დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებას, ალბათ ჩათვლიან რომ ზოგი სრულად არის შესრულებული, ზოგან კი შეიძლება მეტის გაკეთება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში შეფასება იქნება მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს მოლოდინი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ უფრო გაზრდილი არის, ვიდრე შემცირებული“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

დღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე სტოკჰოლმში იმსჯელებენ. ზეპირი მოხსენებით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წარდგება. ეს არის შუალედური მოხსენება, იმ რეფორმების შესრულებასთან დაკავშირებით , რომელიც ბრიუსელმა ამ ქვეყნებს განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×