რეზონანსი
22.06.2023

გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ, შესაძლოა ნაღმები შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე ჩაიტანოს. მისი თქმით, წყალი აგრძელებს დინებას და ნაღმებიც გადააქვს.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა", - თქვა მან.

ასეთია ნაღმი "პეპელა", რომელიც პატარაა, ჰერმენტული და პლასტმასის - სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და შეუწლია წყალზე ცურვა. ჰესლოპმა თქვა, რომ დარწმუნებულია, ეს ნაღმები "განსხვავებულ ადგილას იქნება გაფანტული".

სხვა, უფრო მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ვერ შეძლებდნენ შორს "გამგზავრებას".

"ცხადია, 10-კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იმავე მანძილის ვერ გაივლის, რასაც 50-დან 60 გრამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს კიდევ ერთი რამაა, რომელიც უნდა დაემატოს გადასაჭრელ პრობლემებს", - თქვა მან.

მისი აზრით, მთელი რიგი ასაფეთქებელი მოწყობილობები, იქნება ეს აუფეთქებელი საბრძოლო მასალები, თუ ნაღმები და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ჩარეცხილი იქნება მდინარის ქვემოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×