რეზონანსი
21.06.2023

ვინ ვისთან ერთიანდება ან როდის არ იყვნენ გაერთიანებული, „ნაცმოძრაობა" რაც აქამდე იყო, დღესაც ის არის, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არ სურს ქუჩაში ხალხის დახოცვა, წამება, პატიმრების უფლებების შელახვა.

„ნაცმოძრაობა" „ლელო" არ არის? გახარია, „ევროპული საქართველო"? - ყველა არის ყლორტი წამოსული იმ ხიდან, რასაც „ნაცმოძრაობა" ჰქვია. ახლა ვინ სად გაერთიანდება, რომელ ხესთან და რომელ ყლორტთან, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საზოგადოებას არ სურს ქუჩაში ხალხის დახოცვა, წამება, პატიმრების უფლებების შელახვა. რა საერთო აქვს ვაშაძის პარტიას ევროინტეგრაციასთან. გამოსვლა აქვს ევროპული, მიზნები თუ რიტორიკა? - „ნაცმოძრაობამ" საქართველო სწორედ პრორუსული პოლიტიკისკენ წაიყვანა. 2008 წლის რეზოლუციით დაწყებული რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემით დამთავრებული", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×