რეზონანსი
20.06.2023

პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების აქცია მიმდინარეობს. მათი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და ღირსეული სამუშაო პირობებია. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება. მანამდე, გაფიცული მაღაროელები მსვლელობით "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისთან მივიდნენ.

ცნობისთვის, 10 მაღაროელი მეათე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

ამის შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზმა" განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები 5%-ით გაზარდოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია მათი დაცინვაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×