რეზონანსი
20.06.2023

18 ივნისს, ვარკეთილში, მამა-შვილზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე 1 პირი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

როგორც დაზარალებული სოციალურ ქსელში წერს, მას და მის 60-წლამდე მამას ფიზიკურად მეზობელი გაუსწორდა.

ამავე ცნობით, თავდამსხმელმა 30 წლამდე ქალს 4 ჭრილობა, ხოლო მამას 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

დაზარალებულის ინფორმაციით, 60-წლამდე მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×