რეზონანსი
20.06.2023

ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონებები დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის შესახებ.

ქადაგიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ, კობალაძემ თავის დასაცავად რუსეთის თემით დაიწყო აპელირება.

„აი ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონებები დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა. ახლა, როცა გაიჭედა და სააშკარაოზე გამოვიდა მისი საციხო საქმეები, დგას ეს "ნაგლი" და რუსეთიო გაიძახის... რუსეთი კი არა, შევარცხვინე ის ხელისუფლება, თუ შენ კაპიკ კაპიკ არ მოგატანინონ უკან ქართველი ავტორ/შემსრულებლების მოპარული ჰონორარები..." - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×