რეზონანსი
20.06.2023

ახალგაზრდება, რომლებმაც გუშინ მდინარე ტეხურზე გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, სენაკის "ეგრისის" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ. რომ არა ლუკა მოქია და გოგა ოყუჯავა შეიძლება სენაკში ტრაგედია დატრიალებულიყო.

"ძალიან ცხელოდა და გადავწყვიტეთ მდინარეზე წავსულიყავით. მდინარე ტეხურს, რომ გადავხედე ძალიან ამღვრეული იყო, მაგრამ მაინც ჩავედით. იქ ბავშვებიც იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და საჭმელს მიირთმევდნენ. მანდვე პატარა კლდესავით არის და იქ იყო კიდევ ერთი გოგონა ასული. ჩვენ აქით ვბანაობდით. რამდენიმე წუთში იმ მხარეს ყვირილივით გავიგე. რომ გამოვიხედე, ის გოგონა იყო ჩავარდნილი წყალში. ჩაყვინთავდა, ამოყვინთავდა და შველას ითხოვდა, ყვიროდა. 

პირველი რაც გავაკეთე, სწრაფად რომ მივსულიყავი მასთან, ხმელეთზე გავედი და იქიდან სირბილით წავედი მისკენ, შემდეგ წყალში გადავხტი იმ ადგილას და მივაღწიე თუ არა მასთან, თვითონვე მომეხვია და წვალებით წამოვიყვანე უახლოეს კლდემდე. მერე ჩემი თანაგუნდელი გოგა ოყუჯავაც მომეშველა. 

ბოლოსკენ უკვე ძალაც არ მყოფნიდა, დინებაც მიშლიდა ხელს. ბოლოს ხალხიც მოვიდა და შევძელით მისი ნაპირზე გამოყვანა. ეს ამბავი როცა მოხდა აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ მე და გოგა ვიყავით ვინც ცურვა იცოდა, მადლობა უფალს რომ იქ ავღმოჩნდით, თორემ გარშემო, ძირითადად, ბავშვები იყვნენ და არც მინდა იმის გაფიქრება რა შეიძლება მომხდარიყო. ღმერთის წყალობა იყო დღევანდელი დღე ჩვენთვის", - წერს შოთო სიხარულიძე და ლუკა მოქიას მონაყოლს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×