რეზონანსი
19.06.2023

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე რიგაში, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რაიმონდს ბერგმანის შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრისას განიხილეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში.

საუბარი ასევე შეეხო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მოლოდინს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×