რეზონანსი
18.06.2023

ევროკავშირი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დააჩქარებს, რათა ქვეყანას რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში მხარი დაუჭიროს, -ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით - ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ", - აღნიშნა ბრეტონმა.

მისი თქმით, ევროკავშირი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, უკრაინას მილიონ ერთეულ მსხვილკალიბრიან იარაღს მიაწვდის.

„ვემზადებით იმისთვის, რომ ომი კიდევ რამდენიმე თვეს, ან კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება", - დასძინა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, უკრაინა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, კონტრშეტევას აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×