რეზონანსი
18.06.2023

უკრაინის „დემილიტარიზაციის" შესახებ პესკოვის განცხადების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება.

„შემდეგ ეპიზოდებში: ფაქტობრივად, ყველა დავალება შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას, ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის დანაკარგები უკრაინაში. რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე", - წერს კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მართალია, როცა პარტნიორებს ეუბნება, რომ პუტინი შეძლებს რუსებს აუხსნას, როგორც ყირიმის, ისე ზოგადად უკრაინის დაკარგვა.

„პარტნიორებისთვის მთავარია, არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. ჩვენ კი ყოველდღიურად ვმუშაობთ უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ახალ იარაღზე, გლობალური კოალიციის გაძლიერების მხარდასაჭერად. მშვიდობის ფორმულა და უკრაინის აღდგენა. ეს ყველაფერი იქნება", - აღნიშნა კულებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×