რეზონანსი
18.06.2023

უკრაინის დემილიტარიზაცია ამოცანა ფაქტობრივად დასრულებულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, კიევი სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს.

როგორც პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ამ ამოცანის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომელსაც დასავლეთი აწვდის", -განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას მალე ამოეწურება საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა და ის მთლიანად გახდება დასავლეთზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიანი ბრძოლის უნარს შეუზღუდავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×