რეზონანსი
17.06.2023

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბარიერების შემსუბუქებას მხარს არ უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეამსუბუქებდა თუ არა ბარიერებს უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

არა. მათაც იგივე სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ასე რომ, მე გამარტივებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მათ [უკრაინელებმა] ყველაფერი გააკეთეს სამხედრო კოორდინაციის კუთხით, მაგრამ არსებობს რიგი საკითხები. არის თუ არა მათი სისტემა უსაფრთხო, არაკორუმპირებული, აკმაყოფილებს თუ არა ის ყველა სტანდარტს, რასაც ნატოს ყველა სხვა წევრი აკმაყოფილებს? ვფიქრობ, დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, ეს შეუძლია. თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.

მანამდე გამოცემა POLITICO-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გამარტივებული წესით, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმის გვერდის ავლით გაწევრიანებას ნატოს სულ უფრო მეტი წევრი ემხრობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×