რეზონანსი
17.06.2023

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ვერ ხვდებიან ეს ლიბერალი ფაშისტები, რომ საზოგადოებაში იმაზე მეტი ზიზღი და მიუღებლობაა მათ მიმართ, ვიდრე წარმოუდგენიათ.

„გაუმარჯოს ყველა ქართველს, ვინც პასუხს გასცემს გირჩ-ზურაბასნაირ თაღლით პოლიტიკანებს! ზურაბა გირჩი ტრენერად მიდიოდა გუშინ და გორში ერთმა მოქალაქემ საკადრისი პასუხი გასცა და ცხვირში მოსდო... ჰო და ცალკე გირჩი დარჩა ცხვირგასიებული და ცალკე ის ღონისძიება დარჩა ერთი ნაძირალა ტრენერის გარეშე... ვერ ხვდებიან, ეს ლიბერალი ფაშისტები, რომ საზოგადოებაში იმაზე მეტი ზიზღი და მიუღებლობაა მათ მიმართ, ვიდრე წარმოუდგენიათ. გააგრძელეთ მავნებლობა და ფაშიზმი, ნახავთ რა პასუხს მიიღებთ მოსახლეობისაგან!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

გორში, ზურა გირჩი ჯაფარიძეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცლებული ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბოლოდროინდელი, შეურაცმყოფელი განცხადებებია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისამართით. ჯაფარიძე თბილისში, პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×