რეზონანსი
17.06.2023

მოქალაქე სოსო მაისურაძე წერს, რომ 17 ივნისს გორში „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხა.

მისი თქმით, არსად დამალვას არ აპირებს და არის გორში, თავის მეგობართან.

„მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს...

არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს" - წერს სოსო მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ გორში „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, „გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×